რუსეთის გავლენა საქართველოში უნდა აღმოიფხვრას, ხალხმა უნდა შეძლოს თავისუფლად ცხოვრება - ჯო უილსონი
გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკა "ქართული ოცნების" ლიდერებს სანქციებს დაუწესებს. ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში ახლა საქართველოს შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებია წარდგენილი - MEGOBARI Act და "ქართველი ხალხის აქტი".
ამ დოკუმენტებით ამერიკელი პოლიტიკსები ქართველ ხალხს მხარდაჭერას, რუსული კანონის მიმღებ ადამიანებს კი მძიმე დღეებს ჰპირდებიან. კონგრესმენი ჯო უილსონი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ქართვეელ ხალხს უნდა ქონდეს ამერიკის იმედი.
დღეს ისე, როგორც არასდროს შტატებში საუბრობენ საქართველოს ხელისუფლებისა და კრემლის კავშირების შესახებ.
საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მისი ხალხი კი ძალიან მამაცი. როდესაც გავიგე იქ რუსეთის გავლენის შესახებ, ვიფიქრე, რომ ის უნდა აღმოიფხვრას ან შემცირდეს იმისთვის, რომ საქართველოს ხალხმა შეძლოს თავისუფლად ცხოვრება. ეს გულისხმობს სიტყვის თავისუფლებასაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დიქტატორებისგან გამარჯვების უმთავრესი მახასიათებელი ის არის, რომ სიტყვის თავისუფლება არ დაუშვან. ვიცი, ქართველები მშვიდობიან გზას აირჩევენ, რადგან ისინი ძლიერი ნებისყოფის ადამიანები არიან, მათ თავისუფლება სურთ. მათი მომავლის მიმართ იმედიანად ვარ განწყობილი.
რესპუბლიკელები და დემოკრატები ორივე პარტიაში ვმუშაობთ, რადგან გვსურს, რომ საქართველო კარგი დემოკრატიის მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში. კი, ამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, ყოველთვის იყო და გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდეს", - განაცხადა ჯო უილსონმა "ამერიკის ხმასთან".