"საქართველოს მომავალი ევროპაშია" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გადადგა

25.05.24 15:11
"საქართველოს მომავალი ევროპაშია" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გადადგა

"საქართველოს მომავალი ევროპაშია" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე წერს.

გელაშვილი, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2021 წლიდან ეკავა, ამბობს, რომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გააგრძელებს.

"საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.

კოლეგებს და პარტნიორებს-განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - წერს გელაშვილი.

მსგავსი სიახლეები