სტრატეგიული მეგობრები "ოცნებას" ბოლო შანსს აძლევენ, რომ გონს მოეგონ - ხაზარაძე

25.05.24 15:34
სტრატეგიული მეგობრები "ოცნებას" ბოლო შანსს აძლევენ, რომ გონს მოეგონ - ხაზარაძე

ჩვენი სტრატეგიული მეგობრები ჩვენს ქვეყანას არ მიატოვებენ - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შტატები "ოცნების" ლიდერებს შანსს აძლევენ, რომ ბოლო ნაბიჯი არ გადადგან.

ხაზარაძე კიდევე რთხელ მოუწოდებს  საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, რომ თავიანთი სათქმელი თქვან. 

ჩვენი სტრატეგიული მეგობრები რომ ჩვენი ხალხის გვერდით დგანან, ეს ფაქტია და ისინი ჩვენს ქვეყანას არ მიატოვებენ, მაგრამ ამავე დროს, მაინც აძლევენ შანსს იმ ადამიანებს, რომ გონს მოეგონ და ბოლო ნაბიჯი არ გადადგან. ამ ადამიანების შვილები ევროპაში სწავლობენ, თვითონ ირანისკენ და ჰეზბოლასკენ აქვთ ხაზი აღებული და უნდათ, რომ ჩვენი შვილებია სეთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არიან, მათ აუცილებლად უნდა თქვან თავიანთი კონკრეტული სიტყვა", - ამბობს ხაზარაძე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილის რეჟიმისთვის სავიზო სანქციების დაწესები გადაწყევეტილება მიიღო. შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც. ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებამ "ოცნებას" ნამდვილი შავი პარასკევი გაუთენა.  

მსგავსი სიახლეები