ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, ჩვენ ვყოფილვართ ერთმანეთის მტრები -კალაძე აშშ-ზე

25.05.24 15:23
ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, ჩვენ ვყოფილვართ ერთმანეთის მტრები -კალაძე აშშ-ზე

 ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა დღეს ამერიკას მეგობრობის ხარისხი დაუწუნა და ლამის მტრად გამოაცხადა. რუსული კანონის მომხრე კალაძე ვერ ხვდება, რის გამო შეიძლება აუკრძალონ ამერიკაში მოგზაურობა და დასვენება მეგაპოლისებში. 

თბილისის მერი დღეს ამტკიცებს, რომ ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას ჩაგრავს. 

არ მაქვს ამის პრობლემა, ამას პირდაპირ გეტყვით - როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, რა თქმა უნდა საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა 

მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, აბსოლუტურად გაუგებარია ჯერ ის სანქციების ნაწილი, რომელიც იქნეა გაჟღერებული მიმოსვლასთან დაკავშირებით, რის გამო? რის გამო, რომ ქვეყანაში პარლამენტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას - და როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქემდებას, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, არც პარტნიორები, ვყოფილვართ მტრები ასე გამოდის - ეს ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდი", - ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები