"ქართული განათლება საფრთხეშია" - დღეს ვაკის პარკიდან პედაგოგების მარში გაიმართება

25.05.24 15:41
"ქართული განათლება საფრთხეშია" - დღეს ვაკის პარკიდან პედაგოგების მარში გაიმართება

"ქართული განათლება საფრთხეშია" - პროფესორ-მასწავლებლები ქუჩაში გადიან. რუსული კანონის წინააღმდეგ და ევროპული მომავლის დასაცავად, რამდენიმე საათში მარში დაიწყება. აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ვაკიის პარკში შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ წავლენ.

მეცნიერები და მკვლევარები ფიქრობენ, რომ რუსული კანონი ქვეყანას დაღუპავს. ახალი თაობის განათლებაზე პასუხისმგებელი პირები განსაკუთრებით გააბრაზა პრემიერის მინიშნებებმა - საუნივერსიტეტო სივრცეში შესაძლო რეპრესიების დაწყების შესახებ. აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს აქვთ განცდა, რომ მთავრობა მათ კონსტიტუციით გარანტირებულ აკადემიურ თავისუფლებას უზღუდავს. 

19:00 საათზე კი საკანონმდებლო ორგანოს წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას გამართავენ.

ასევე, გაიმართება ფრანების პერფორმანსი.

მსგავსი სიახლეები