ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ავიმაღლოთ ხმა თავისუფალი საქართველოსთვის ევროპის გულში - როთი

25.05.24 15:48
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ავიმაღლოთ ხმა თავისუფალი საქართველოსთვის ევროპის გულში - როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გერმანიაში აღნიშნავს - ამის შესახებ როთი X-ზე წერს.

"ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ავიმაღლოთ ჩვენი ხმა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის ევროპის გულში.
შემოგვიერთდით მე და საქართველოს ბევრ სხვა მეგობარს კვირას, 14:00 საათზე, Berliner Lustgarten-ში" - წერს როთი.

 

მსგავსი სიახლეები