"ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას" - პროტესტის ავანგარდში მყოფ ახალგაზრდებს მამუკა ხაზარაძე შეხვდა

25.05.24 16:02
"ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას" - პროტესტის ავანგარდში მყოფ ახალგაზრდებს მამუკა ხაზარაძე შეხვდა

როგორ წარმოუდგენიათ ახალგაზრდებს რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა და ქვეყნის ევროპულ ორბიტაზე დაბრუნებაა? პროტესტის ავანგარდში გადასულ ახალგაზრდებს ყველა მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ მამუკა ხაზარაძე ესაუბრა.

პარტია "ლელოს" თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ახლა ცენტრალური ხაზი სწორედ იმ ადამიანებზე გადის, ვინც დღე და ღამე ქუჩაში დგას და გარუსების წინააღმდეგ იბრძვის. ოპოზიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ, ბრძოლის სტრატეგია სწორედ ახალაგზრდებთან საუბრით უნდა შეირჩეს. სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ჩვენი ახალგაზრდები არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებიან იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება - თავისუფლების შეზღუდვას, რუსეთისკენ სვლას, ბრძოლა გაგრძელდება ყველანაირი კანონიერი მეთოდით, იმიტომ, რომ საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი გზაჯვარედინი ჩვენ ქვეყანას მრავალი ათეული წლის განმავლობაშ არ ჰქონია, ამიტომ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და მე მართლა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. მე აღვუთქვი მათ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ამ ბრძოლაში მარტონი არ არიან, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და ამ ქვეყანას გავიყვანთ აუცილებლად გამარჯვების გზაზე", - ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

მსგავსი სიახლეები