"დანებებას არ ვაპირებთ! კიდევ ერთხელ გავაგონებთ ყრუ ხელისუფლებას - არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს" - დეა მეტრეველი

25.05.24 17:31
"დანებებას არ ვაპირებთ! კიდევ ერთხელ გავაგონებთ ყრუ ხელისუფლებას - არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს" - დეა მეტრეველი

ქართული განათლების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად - ქუჩაში მეცნიერები, პროფესორები, მასწავლებლები გადიან.  ლექტორები  და მკვლევარები, ვინც ფიქრობს რომ მთავრობა ქვეყანას ევროპას აშორებს ამ წუთებში ვაკის პარკში იკრიბებიან. 

როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ადამიანი, რომელიც 10 წელი ვმუშაობდი ლექტორად თსუ-ში, გულგრილი ვერ დავრჩებოდი იმ პროცესების მიმართ, რომელიც უნივერსიტეტში და ზოგადად განათლების სფეროში მიმდინარეობს, ქვეყანაში მიმდინარეობს. ქართული საზოგადოება, საგანმანათლებლო, სამეცნიერო წრეები არ აპირებენ ჩვენი ქვეყნის გაარუსება დაუშვან, არ აპირებენ დანებდნენ ამ ბრძოლაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთის მნიშვნელოვანია. ხელისუფლებას ადრე თუ გვაინ მაინც მოუწევს იმ მძიმე დანაშაულებების აღიარება, რაც განახორციელა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავიძრებით ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნისკენ და კიდევ ერთხელ გავაგონებთ ყრუ ხელისუფლებას - არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს საქართველოში", - ამბობს "ლელოს" წევრი დეა მეტრეველი. 

დღეს თბილისშიი ორი მარშიააა დაგეგმილი. პრემიერის მიერ, საუნივერსიტეტო სივრცეში რეპრესიების დაანონსების გამო, აკადემური სივრცის წარმომადგენლების პირველი გაჩერება თსუ იქნება. პარალელურადდ შეკრება დაანონსებულია პარლამენტის სასახლესთანაც, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან და შემდეგ მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გაემართებიან. 

 

მსგავსი სიახლეები