მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის - ვაკის პარკთან მარშისთვის იკრიბებიან

25.05.24 17:38
მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის - ვაკის პარკთან მარშისთვის იკრიბებიან

მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის - რუსული კანონის წინააღმდეგ და ევროპული მომავლის დასაცავად ვაკის პარკიდან პედაგოგები მარშისთვის ემზადებიან.

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ვაკის პარკიდან მსვლელობით პარლამენტისკენ წავლენ.

მეცნიერები და მკვლევარები ფიქრობენ, რომ რუსული კანონი ქვეყანას დაღუპავს. ახალი თაობის განათლებაზე პასუხისმგებელი პირები განსაკუთრებით გააბრაზა პრემიერის მინიშნებებმა - საუნივერსიტეტო სივრცეში შესაძლო რეპრესიების დაწყების შესახებ. აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს აქვთ განცდა, რომ მთავრობა მათ კონსტიტუციით გარანტირებულ აკადემიურ თავისუფლებას უზღუდავს. 

19:00 საათზე კი საკანონმდებლო ორგანოს წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას გამართავენ.

ასევე, გაიმართება ფრანების პერფორმანსი.

მსგავსი სიახლეები