ეკა ხვედელიძის ფარული ჩანაწერები - ვინ უსმენს და იწერს ივანიშვილის ცოლს? (ვიდეო)
ვინ უსმენს, ვინ იწერს და ვინ გამოიტანა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების ჩანაწერები? - ღია სივრცეში ქართველი ოლიგარქის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება.
ეს ხდება მაშინ, როცა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაცვის უმაღლეს ნიშნულზე ჰყავს აყვანილი, რომ მათი მოსმენა და ჩაწერა ვერავინ შეძლოს.
ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, კი ჩნდება ვარაუდი, რომ ჩანაწერი ოპერატიული-ტექნიკური სააგენტოს მიერაა ჩაწერილი, რადგან აუდიო-მასალა ძალიან მაღალი ხარისხისაა.
საინტერესოა, კიდევ ერთი დეტალი - ინტერნეტ-სივრცეში ხვედელიძის ჩანაწერი მას შემდეგ ჩნდება, რაც ოლიგარქის ცოლმა რუსული კანონის დასაცავად განცხადება და ვიდეო გამოაქვეყნა.
რა დგინდება ჩანაწერის მიხედვით?
ირკვევა, რომ 2023 წელს, მაშინ, როცა უკრაინასთან სისხლისმღვრელი ომის გამო რუსეთთან ცივილიზებულმა სამყარომ ურთიერთობა გაწყვიტა, ეკატერინა ხვედელიძე რუსული დიპლომის მოპოვებას ცდილობდა.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელის ცოლი ხელოვნების ისტორიის კურსებზე ლექციების კურსის შეძენა სურს, თუმცა ეკატერინას თავისი პირობები აქვს: მზად არის, თანხა გადაიხადოს, თუმცა "საშინაო დავალებების შსრულება არ უნდა".
გაიგეთ, ყველა დეტალი მაკა ჩიხლაძის ჩართვიდან