ამერიკული სანქციებიდან რამდენიმე საათში კობახიძე ჰოსპიტალში მოხვდა - რა სჭირს პრემიერს?

25.05.24 20:20
ამერიკული სანქციებიდან რამდენიმე საათში კობახიძე ჰოსპიტალში მოხვდა - რა სჭირს პრემიერს?

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - ამერიკული სანქციებიდან რამდენიმე საათში, ქვეყნის პრემიერი "ამერიკულ ჰოსპიტალში" გამოკვლევებზე მიიყვანეს. 

ირაკლი კობახიძის ესკორტი "ამერიკულ ჰოსპიტალთან" "შაბათის ეთერმა" 24  მაისს, ღამეს ათის წუთებზე დააფიქსირა, თუმცა უცნობია, როდის მიიყვანეს გამოკვლევებზე პრემიერი. ამ დღეს ირაკლი კობახიძეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ სავიზო  სანქციებზე პოსტიც კი არ დაუწერია, სიტყვა არ უთქვამს, სრულ მდუმარებაში იყო.

"ტვ პირველის" გამომძიებელა ჟურნალისტებმა მალევე გაარკვიეს, რომ კობახიძე "ამერიკულ კლინიკაში" მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე იყო მიყვანილი. კლინიკის შესასვლელებს ამ დროისთვის  პრემიერის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებდნენ, თავად საავადმყოფოს კი ინფორმაციის გაცემა აკრძალული ჰქონდა. 

ადგილზე გაირკვა ისიც, რომ მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების შემდეგ კობახიძე  ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. საბოლოოდ, "შაბათის ეთერმა" მედისკოთან მცირე კომენტარის მოპოვების შემდეგ გაარკვია, რომ მთავრობის მეთაურს მოტეხილობები არ აღენიშნებოდა. 

ამერიკული სანქციები "ოცნებას" - ყველა დეტალი იხილეთ, ნატალია ქაჯაიას სპეციალურ რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები