ამერიკული სანქციები "ოცნებას" - გამოუძინებელი, გაღიზიანებული და ანერვიულებული დეპუტატების პირველი რეაქციები (ვიდეო)

25.05.24 21:42
ამერიკული სანქციები "ოცნებას" - გამოუძინებელი, გაღიზიანებული და ანერვიულებული დეპუტატების პირველი რეაქციები (ვიდეო)

ამერიკული სანქციების დაწესების დღე "ქართული ოცნების" ლიდერებმა დუმილის დღედ გამოაცხადეს -  დუმდა ირაკლი კობახიძე, დუმადა, ირაკლი ღარიბაშვილი და დუმდა ბიძინა ივანიშვილი. 

დუმილს ცდილობენ, პრაქტიკულად უკვე სანქცირებული რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატებიც. 

24 მაისის დილას პარლამენტის სასახლის ტერიტორია სითამამე დაკარგული, გამოუძინებელი, გაღიზიანებული და შერცხვენილი დეპუტატების თავშეყრის ადგილი იყო. გამთენიის ოთხ საათზე გამოცხადებულმა  ამერიკულმა სანქციებმა ივანიშვილის საპარლამენტო გუნდს ცხოვრება თავდაყირა დაუყენა. ღამენათევი და ნანერვიულები კანონმდებლების დიდმა ნაწილმა სამსახურში მისვლაც კი ვერ შეძლო, ვინც მივიდა, ჩხუბობდა. ყველაზე მშვიდი დეპუტატებიც კი განსაკუთრებული აგრესიულობით  გამოირჩეოდნენ.

ამერიკული სანქციები "ოცნებას" - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები