EBRA-მ რატი ბრეგაძის უწყების მიერ თბილისში ორგანიზებული ღონისძიება გააუქმა
ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციამ თბილისში დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა - მიზეზად EBRA საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს ასახელებს.
EBRA-ს გენერალური ასამბლეა და ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 12-13 ივნისს უნდა გამართულიყო, მისი ორგანიზატორი კი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იყო.
როგორც EBRA ოფიციალურ განმარტებაში წერს, ისინი არ აწყობენ ალტერნატიულ კონფერენციას, მაგრამ გამოიკვლევენ ღონისძიების ონლაინ ფორმატში ორგანიზების შესაძლებლობას.
თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის წევრი ქვეყნებისა და ორგანიზაციების 150-ზე მეტ დელეგატს უნდა მიეღო მონაწილეობა. ღონისძიება ბიძინა ივანიშვილის პარაგრაფში უნდა გამართულიყო.