ჟურნალისტური გამოძიება - ვის დაავალა გომელაურმა რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ჩვენებების მიცემა

25.05.24 21:36
 ჟურნალისტური გამოძიება - ვის დაავალა გომელაურმა  რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ჩვენებების მიცემა

ვის ჩააბარეს აქტივისტების დაშინების კამპანია? - როგორც "შაბათის ეთერმა" დაადგინა, გომელაურმა წინა ხაზზე გამოუშვა პოლიციელები,  რომლებიც ცნობილი საქმეების გაყალბებაში არიან მხილებულები. 

ისინი ახლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების საქმეებს იძიებენ. ასეთია გიორგი მხეიძე - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი, წესით მისი მოვალეობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაა, თუმცა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ის, იმ საგანგებოდ  შეარჩია. გამომძიებელთა ჯგუფის ხელმძღვანელად, რომლის ძირითად ფუნქცია, აქციის მონაწილეობის რამდენიმე საათიანი დაკითხვაა. 

"შაბათს ეთერმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით სასამართლოში გაგზავნილ პირებს შორის, გახმაურებული მკვლელობის საქმის გაყალბებაში მხილებული პოლიციელი აღმოაჩინა. გენადი იოსებაშვილის წინააღმდეგ განცხადება პროკურატურაშიც იყო შესული. მას ხორავას ქუჩის ბნელ ფარდულში, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ჩვენების გაყალბებას ედავებოდნენ. 

დავით ქიტიაშვილიც იმ პოლიციელთა შორისაა ვინც აქტივისტებს საათების განმავლობაში ჰკითხავს. მოქალაქეების თქმით, დაკითხვა ბოლოს მეგობრობის დღიურის შევსებას უფრო ემსგავსება. 

ირკვევა, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები ძირითადად ინტერესდებიან, ვინ ეძახდა "ქართული ოცნების" დეპუტატებს "მონებს" და "რუსებს". 

ვის დაავალა გომელაურმა  რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ჩვენებების მიცემა - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები