გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წინ საქართველო! - ევროკავშირის წარმომადგენლობა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართელოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. განცხადებაში, რომელსაც წარმომადგენლობა ავრცელებს, ნათქვამია, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
"ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო!", - წერია ინფორმაციაში.