"თბილი მოკითხვა ქართველ ხალხს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს" - ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლატვია საქართველოს ევროპულ მომავალს მხარეს მტკიცედ უჭერს. "გადაწყვეტილების დროა", - აღნიშნავს პრეზიდენტი.
"თბილი მოკითხვა ქართველ ხალხს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის, დამოუკიდებლობის დღეს! კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ, რომელიც ხალხმა აირჩია. გადაწყვეტილების დროა", - წერს ის სოციალურ ქსელში.