ჟურნალისტებმა ბანერი არ მოხსნეს - პარლამენტის სესია ჩაიშალა

18.07.21 15:03
ჟურნალისტებმა ბანერი არ მოხსნეს - პარლამენტის სესია ჩაიშალა

მედიის მიერ გამოფენილი ბანერის გამო პარლამენტის სესია დაიხურა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება. გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მანამდე კახა კუჭავამ ჟურნალისტებს სთხოვა, საპროტესტო ბანერი ჩამოეხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომა აღარ ჩატარდებოდა.

მმართველი გუნდის მხრიდან არის ასეთი თხოვნა, მივმართავთ ჩვენს კოლეგებს, თუ გვსურს, რომ გავაგრძელოთ სხდომა, სადაც შს მინისტრს დავუსვამთ კითხვებს, მივიღებთ პასუხებს და ამის შემდეგ იქნება პოლიტიკური გამოსვლები, თხოვნა არის პოლიტიკურ აქტივობებთან დაკავშირებით, რომ ყველამ შეიკავოს თავი, იგულისხმება პირველ რიგში ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი გუნდი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას და სხდომის გაგრძელებას, გადაიდება სხდომა სხვა დღეზე",  - თქვა  კახა კუჭავამ.