ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე - აშშ-ს საელჩო

26.05.24 10:11
ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე - აშშ-ს საელჩო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში აშშ-ს საელჩო ულოცავს. დიპლომატიური უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ამერიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. 

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე. შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად," - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები