მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი ერის ნება და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს - შიმონიტე
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე საქართველოს დამოუკიდებლლობის დღეს ულოცავს. შიმონიტე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს ქართველი ერის ნება და ევროინტეგრაციის კურსს დაუბრუნდეს.
"საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი ერის ნება და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს, როგორც ეს არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციაში", - წერს ის სოციალურ ქსელში.