გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია - ფიშერი

26.05.24 10:25
გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია - ფიშერი

გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია, - გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოს დამოუკიებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ დიპლომატი პლატფორმა  X-ზე წერს. 

"გულთბილად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა აირჩია დამოუკიდებლობა და დემოკრატია ისტორიული აქტით. მაშინ, ისევე, როგორც ახლა გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია," - წერს  ფიშერი.

 

 

მსგავსი სიახლეები