მომავალი არჩევნები საქართველოსთვის რეფერენდუმი იქნება - პრეზიდენტი

26.05.24 11:10
მომავალი არჩევნები საქართველოსთვის რეფერენდუმი იქნება - პრეზიდენტი

მომავალი არჩევნები საქართველოსთვის რეფერენდუმი იქნება, - ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა 26 მაისი საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა არჩევანი გავითარებულ, დემოკრატიულ  ევროკავშირსა და ავტორიტარულ, იზოლაციაში მოქცეულ რუსეთს შორის უნდა გააკეთოს. 

სტაბილურობის შენარჩუნების  გზა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე გადის. არჩევნები დემოკრატიულობის ერთადერთი გზა და ერთადერთი საზომია. არჩევნები დემოკრატიულობის მთავარი ტესტია, რითაც უნდა ასევე შეფასდეს ჩვენი მზაყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ -  ან ევროპული, დემოკრატიული საქართველო ან რუსული ყაიდის ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო. ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფენდუმი ჰქვია. წორედ ამიტომ მომავალი არჩევნების საქართველოსთვის იმავე მნიშნელოვის იქნება, როგორც 1918 წლის არჩევნები ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება, ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს და მას საკუთარი თავისა და შესაძლებლობს რწმენა დაუბრუნოს, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები