საქართველოს ვერავინ დააბრუნებს წარსულში, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ ხელშია- სალომე ზურაბიშვილი
დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით ქვეყნის მომავალი მოქალაქეების ხელშია და გამოსავალიც ერთად უნდა იპოვონ:
სწორედ ამიტომ, მტკიცედ მწამს, საქართველოს ვერავინ და ვერასდროს დააბრუნებს წარსულში. მჯერა და მინდა თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ შესულნი, არც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, არც უიმედობას და ნიჰილიზმს აქვს ადგილი ჩვენში, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.