კობახიძე: 2030 წელს უნდა ვიცხოვროთ აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად
1990 წელს ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც დარწმუნებული ვარ, აღთქმულ მიწამდე აუცილებლად მიგვიყვანს. - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე განაცხადა.
ჩვენი აღთქმული მიწა, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად - ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.