უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზეპოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას - პაპუაშვილი

26.05.24 12:54
უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზეპოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას - პაპუაშვილი

უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზეპოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე 26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის მიზნებს არის აცდენილი. 

„არ შევაფასებ. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, ეს უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზეპოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას. შეიძლება გამომრჩა, მაგრამ როგორც ვხდები, მან თავის გამოსვლაში ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა, აფხაზებს და ოსებს არ მიმართა. ეს საერთო ჯამში აჩვენებს, სად არის ქალბატონი სალომეს პრიორიტეტები. ის, რომ აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს. ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრა, მაგრამ მთავარი გამორჩა, ჩვენი მამული, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს გამორჩა მას საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. 

მსგავსი სიახლეები