"ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე" - კობახიძე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე

26.05.24 13:12
"ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე" - კობახიძე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე

საქართველოს პრემიერი საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით უკმაყოფილოა. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 26 მაისი ღონისძიებაზე პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ იყო. 

ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე. ეს არის ეროვნული დღესასწალი, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე ვიწრო გაგებით, არამედ შენს საერთო ეროვნულ ამოცანაზე. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასროს ვერავინ დაშლის, - ამბობს კობახიძე.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.   

მსგავსი სიახლეები