სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ - წულუკიანი

26.05.24 13:14
სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ - წულუკიანი

სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ, - ასე პასუხობს კულტურის მინისტრი კითხვას, რას ფიქრობს მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით. თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ხალხის მსახურებაა, ამიტომ "ქართული ოცნება" ვეტოს აუცილებლად დაძლევს. 

არ მგონია, რომ მე ამ კითხვაზე სერიოზულად უნდა გიპასუხოთ, იმიტომ, რომ ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ამიტომ ნახევრად ხუმრობით გიპასუხებთ და შესაბამისად, ნახევრად სერიოზულად, რომ სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ. ჩემთვის მთავარი და იმ ხელისუფლებისთვის, რომლის ნაწილიც მე გახლავართ, მტავარი არის ის, თუ რას ფიქრობს ის ერი, რომელიც თქვენ როცა მაუწყებლობთ, გისმენთ. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავლახავთ ვეტოს. რამდენიმე არხს და მათ წარმომადგენლებს მოგიწევთ, რომ შეეგუოთ,  - თქვა წულუკიანმა. 

მსგავსი სიახლეები