ეს არ არის ის ენა, რომლითაც პარტნიორი უნდა გვესაუბრებოდეს - პაპუაშვილი სანქციებზე
პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ აშშ საქართველოს უსამართლოდ ექცევა, როცა სანქციებს უანონსებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, პარტნიორი მეგობარ ქვეყანას სანქციების ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.
ეს არ არის ის ენა, რომლითაც პარტნიორი უნდა ესაუბრებოდეს ისეთ ქვეყანას, საქართველოს, რომელიც გვერდში ედგა ამერიკელ ხალხს მაშინ, როცა ჩვენ ვიყავით საჭირო, - ამბობს პაპუაშვილი.