პრემიერის სიტყვით გამოსვლისას პოლიციამ რუსული კანონის მოწინააღმდეგები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა

26.05.24 13:33
პრემიერის სიტყვით გამოსვლისას პოლიციამ რუსული კანონის მოწინააღმდეგები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა

"მოღალატე!" - ასეთი შეძახილები ისმოდა 26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას. არსებული ინფორმაცით, ადამიანები, ვინც სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფას ცდილობდნენ, ადგილზე რიმა ბერაძის მიერ იყვნენ მიყვანილები. ისინი პრეზიდენტისთვის მიკროფონის გათიშვასაც ითოხვდნენ.

ადგილზე იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც სალომე ზურაბიშვილის თანამოაზრეები არიან. "არა რუსულ რეჟიმს!" - სკანდირებდნენ მოქალაქეები, რომლებიც სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და ყველა ატრიბუტიკა ჩამოართვეს, რომელიც თან ჰქონდათ. 

როდესაც სიტყვით ე.წ. პრემიერი გამოვიდა, ჩვენ შეგვიზღუდეს გამოხატვის თავისუფლება. „არა რუსული რეჟიმის“ დაძახებაზე შსს-ს უამრავი თანამშრომელი გვეცა, ამაფარეს პირზე ხელი და გამომათრიეს. ჩამომართვეს ჩემი დროშა და ასევე ჩემს მეგობარს ჩამოართეს რუპორი, - ამბობს პროტესტის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები