პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ოცნება" რუსეთის მსახური ხელისუფლებაა - გეგელია
ოპოზიცია 26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით კმაყოფილია. "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოქმედი ხელისუფლება რუსეთის სამსახურშია და მისი მმართველობის პრობებში ქვეყანას ევროკავშირში გაწერვიანება არ უწერია.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება არის რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელსაც საერთო არაფერი გააჩნია საქართველოსთან, ქართულ პრინციპებთან, ქართულ სახელმწიფოსთან. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ერთპიროვნულად მიიტაცა მთელი სახელმწიფო და შესაბამისად, ჩამოყალიბდა სწორედაც რომ საბჭოთა ტიპის გადმონაშთად და დიახ, ეს არის არჩევნები, როდესაც ქართველი ხალხი რეფერენდუმის პრინციპით აირჩევს თუ რას სურს მას: ქართული სახელმწიფო, რომელიც ეროვნულ პრინციპებს ემყარება თუ რუსული ყაიდის ავტოკრატული ჭაობი, რომელშიც ყველაფერი ქართული ნადგურდება და რომელსაც არავიტარი ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.