რუსული კანონის რეინიცირება არის სიტყვის გატეხვა ქართველი ხალხის და საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინაშე - ბოკუჩავა
„ნატოს საპარლამენტო ბიურო პრეზიდენტის ინიციატივით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაიწვიოს ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონი, რადგან ამ კანონის რეინიცირება არის სიტყვის გატეხა ქართველი ხალხის და საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინაშე,“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბულგარეთში ყოფნისას განაცხადა.
25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. სესიის განმავლობაში, ნატოს 32 წევრი ქვეყნის 281 პარლამენტის წევრი, 25 პარტნიორი ქვეყნის საპარლამენტო დელგაციებთან ერთად, ისაუბრებენ ევროატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და ივლისის ნატოს ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებზე.
ნატოს საპარლამენტო ბიურო პრეზიდენტის ინიციატივით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაიწვიოს ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონი. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის ის ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ და ამბობს, რომ ამ კანონის რეინიცირება არის სიტყვის გატეხა ქართველი ხალხის და საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინაშე, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოში გავითარებულ მოვლენებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საგანგებო განცხადებით ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების გამო აკრიტიკებს.