თინა ბოკუჩავა ბულგარეთში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიხაილ შერბას შეხვდა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიხალ შერბას შეხვდა, რომელმაც ღრმა შეშფოთება გამოხატა უცხოური აგენტების კანონის შესახებ, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. სესიის განმავლობაში, ნატოს 32 წევრი ქვეყნის 281 პარლამენტის წევრი, 25 პარტნიორი ქვეყნის საპარლამენტო დელგაციებთან ერთად, ისაუბრებენ ევროატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და ივლისის ნატოს ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებზე.