პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა - წულუკიანი

26.05.24 16:24
პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა - წულუკიანი

პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრი საუბრობს. თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ ესპრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლა იყო. ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლება ვეტოს აუცილებლად დაძლევს. 

"სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა და ეს იყო, მადლობა ღმერთს, ბოლო გამოსვლა მისი ამ რანგში. ქართველი ერის ინტერესი ჩვენთვის არის წამყვანი. ამიტომაც, ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავლახავთ ვეტოებს. რა თქმა უნდა, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას. ქართველი ერის ინტერესი არის მთავარი," - აცხადებს წულუკიანი.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.    

მსგავსი სიახლეები