"გადმოგცემთ ჩვენს უთბილეს სურვილებს" - მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26.05.24 16:28
"გადმოგცემთ ჩვენს უთბილეს სურვილებს" - მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

"გადმოგცემთ ჩვენს უთბილეს სურვილებს" - მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფემ სალომე ზურაბიშვილს მიწერა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.

"მე ვაფასებ კავშირს ჩვენს ერებს შორის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნები შეძლებენ ერთად მჭიდროდ მუშაობის გაგრძელებას მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა, თუ გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებები, რაც ჩვენს მომავალ თაობებს სამომავლოდ სარგებელს მოუტანს. ჩემს მეუღლეს და მე გვსურს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გადმოგცეთ თქვენ და ყველა ქართველს ჩვენი უთბილესი სურვილები მომავალი წლისთვის", - აღნიშნულია წერილში.

მსგავსი სიახლეები