საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებებს - კინზინგერი

18.07.21 17:12
საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებებს - კინზინგერი

კონგრესმენი ადამ კინზიგერი ირაკლი ღარიბაშვილს Twitter-ზე პასუხობს. საქმე ეხება ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  მას ამერიკისა და ევროპისგან კრიტიკა არ მოუსმენია წინა ხელისუფლების დროინდელ სასამართლო სისტემაზე. 

კინზინგერი წერს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ხშირად იყვნენ კრიტიკულები წინა ხელისუფლების დროსაც. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება შეთანხმებას არღვევს.

ეს სრულიად სიცრუეა. ჩვენ ხშირად ვიყავით კრიტიკულები. როგორც ჩანს, პროგრესი იკლებს საქართველოს მთავრობა კი აშკარად არღვევს შეთანხმებას",- წერს ადამ კინზიგერი.