"თქვენ მიიპყარით მსოფლიოს ყურადღება და მადლიერება" - ჯო უილსონის მიმართვა ქართველ ხალხს

26.05.24 18:31
"თქვენ მიიპყარით მსოფლიოს ყურადღება და მადლიერება" - ჯო უილსონის მიმართვა ქართველ ხალხს

"მეგობარი აქტის" ავტორი ამერიკელი კონგრესმენი ქართველ ხალხს დამოუკდიებლობის დღეს ულოცავს. ჯო ვილსონი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა გარუსების წინააღმდეგგ ბრძოლით მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

"ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს კრემლის ბნელ ხანაში დაბრუნების ყველა მცდელობის წინააღმდეგ" - აცხადებს მიმართვაში ამერიკელი კონგრესმენი. ვილსონი პრობას დებს, რომ 
აშშ-ის კონგრესის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ესხმის დემოკრატიას.

მივესალმები საქართველოს არაჩვეულებრივ ხალხს. ქალბატონებო და ბატონებო, მე ვარ კონგრესმენი ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინადან და ძალიან მადლობელი ვარ ვიყო ევროპაში უსაფრთოხებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის იუბილესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ეს სულისკვეთება. 
 
თქვენ მიიპყარით მსოფლიოს ყურადღება და მადლიერება, რადგან იცავთ ქართველი ხალხის თავისუფლებასა და ნათელ მომავალს. 
 
ჩვენ ერთად ვდგავართ კრემლის ბნელ ხანაში საქართველოს დაბრუნების 
მცდელობის წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ ვინც თავს ესხმის ქართველი ხალხის ნებას და ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს კავშირს. ჩვენ გვაერთიანებს ცოდნა, რომ მტრები დამარცხდებიან და საქართველოს ხალხი გაიმარჯვებს. 
 
როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, მე ჩემს კოლეგა კომისრებთან ერთად წარმოვადგინე MEGOBARI აქტი, რათა კონგრესის წინაშე პასუხისმგებლობა დავაკისრო მათ, ვინც თავს ესხმის დემოკრატიას. ამ კანონმდებლობის სულისკვეთება ასევე გულისხმობს პირობის დადებას, რომ ვიმუშაოთ ჩვენს საერთო მიზანზე - ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს შენარჩუნებისთვის. 
 
ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ საქართველოს 
დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით, როცა თქვენ დგახართ თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე, რაც მსოფლიოს სიმბოლოა, - ამბობს ვილსონი. 

მსგავსი სიახლეები