ზურაბიშვილის უმწვავესი გამოსვლა - პრეზიდენტმა "ოცნებას" მხილების დღე მოუწყო
საქართველოს პრეზიდენტმა რუსული კანონის ავტორებს დღეს საჩვენებელი ტრიბუნალი - მხილების დღე მოუწყო. ამერიკული სანქციების მომლოდინე ხელისუფლებას რუსები ეძახა, ივანიშვილს - ბელადი, ერთპარტიულ მმართველობას - საბჭოთა გადმონაშთი. ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ოქტომბრის არჩევნებზე უნდა შეიცვალოს. არჩევნებზე მისვლა კი რეფერენდუმი იქნება - "ამით გამოჩნდება ვემორჩილებით რუსეთისკენ მიმავალ ოლიგარქს თუ ევროკავშირში გვინდა".
დააასრულეთ კომპრომატების ფრიალი, ადამიანების ტერორი, მოსმენები, დაპირსპირება და არარსებული მტრის გამოგონება - ითხოვდა დღეს პრეზიდენტი. ზურაბიშვილს არ დავიწყებია არც საჯარო მოხელეები, არც ხელისუფლების მსახური მოსამართლეები და არც დადუმებული ბიზნესი, რომელსაც ტელეკრანიდან უხსნიდა საქართველოს პრეზიდენტი, როგორ დაიცავს ევროპული კანომდებლობა მათ ბიზნესებს.
დამოუკიდებლობის ზეიმიდანნ პრეზიდენტის ბოლო მიმართვას ისმენდნენ პრემიერი, მინისტრები და დეპუტატები. საჯარო მხილებით შეურაცხყოფილმა კობახიძემ მთავარსარდალი ჯარის წინ-შე მოღალატედ გამოაცხადა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.