ივანიშვილი ამ ტალღას გადაყვება, რუსული რეჟიმი ახალ წელს საქართველოში არ შეხვდება - უგულავა

26.05.24 20:23
ივანიშვილი ამ ტალღას გადაყვება, რუსული რეჟიმი ახალ წელს საქართველოში არ შეხვდება - უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით ვეტოს მაინც დაძლევს. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ მოღალატეობრივი ბუნება არაერთხელ დაამტკიცა.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ პროტესტის ტალღას, რომელიც ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია, ივანიშვილი აუცილებლად გადაყვება. 

ამ ხალხმა დაამტკიცა, რომ ქვეყნის ღალატი შეუძლია არაერთგზის და ამისთვის ჰყავს ივანიშვილს იქ შეკრებილი. ამაზე ჩვენ არ უნდა გავთვალოთ. ფაქტია ის, რომ ეს, რაც ივანიშილმა დაიწყო, პოლარიზაცია, მას იმედი ჰქონდა, რომ ტრადიციულ პოლარიზაციას შეთავაზებდა საზოგადოებას, აჰყოფდა ხალხს ნაცებად, ქოცებად და გაძვრებოდა, ამ ტალღას ივანიშვილი ვერ გაუძლებს, ამ ტალღას გადაყვება. ამ ტალღის პიკი იქნება ახლა ორ კვირაში თუ ერთ თვეში, თუ არჩევნებზე, ეს პიკი იქნება. ხალხი იძახდა აქამდე „არა რუსულ კანონს!“, ამის შემდეგ იქნება „არა რუსულ რეჟიმს!“ და რუსული რეჟიმი ახალ წელს საქართველოში არ შეხვდება, - ამბობს უგულავა.

მსგავსი სიახლეები