შარლ მიშელი საქართველოშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას ჟურნალისტები ბანერებით და ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ.
შარლ მიშელს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ.
მიშელი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ხვალ გაიმართება. შარლ მიშელი საქართველოში მესამეჯერ ჩამოვიდა.