კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
მოვლენათა ეპიცენტრი მთავარი საკანონმდებლო ორგანოა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მიმართავენ დეპუტატებს, ვეტო არ დაძლიონ.
პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.