„სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება
„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქართულ ქარტიას“ უერთდება. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მტკიცე მხარდაჭერას და პროდასავლური პარტიების ხედვის ჩამოყალიბებას და წარდგენას. აქედან გამომდინარე „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება“, - ნათქვამია განცხადებაში.