თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, მოგიწევთ, პასუხის გაცემა - ოხანაშვილი მსხილაძეს

27.05.24 09:33
თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, მოგიწევთ, პასუხის გაცემა - ოხანაშვილი მსხილაძეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოსვლას "არაადექვატურს" უწოდებს. 

"თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, მოგიწევთ, თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ, რომ პასუხი გასცეთ", - მიმართა ანრი ოხანაშვილმა გიორგი მსხილაძეს, რომელმაც კომიტეტზე პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.

ოხანაშვილის განცხადებას დარბაზიდან ხმაური მოჰყვა, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მხოლოდ „ვეტოს ფარგლებში, სამართლებრივად საუბრობს და სხვა საკითხი არც დაუშვია“.

"გასაგებია, თქვენი პოზიცია. ბატონო გიორგი, თქვენ თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ, რომ პასუხი გასცეთ, თქვენი ამ არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, სხვა შეფასებისგან თავს შევიკავებ. თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ ამ დარბაზში გასცეთ პასუხი და ჩვენი საზოგადოება ნახავს, თქვენთვის დაწერილი ტექსტი თქვენი დაწერილია, სხვისი დაწერილია თუ ვისი დაწერილიც არის და ჩვენი საზოგადოება არის უფლებამოსილი, იცოდეს ე.წ. პრეზიდენტის სახელით ვინ ლაპარაკობს და რამდენად კორექტულად ლაპარაკობს. ვფრთხილობ შეფასებებში, მაგრამ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომლებიც არ არის საპატიებელი და ამაზე პასუხი უნდა გასცეთ საზოგადოებას", - მიმართა ოხანაშვილმა მსხილაძეს.

 

მსგავსი სიახლეები