დაგრჩათ ვინმე პარტნიორი, ვინც ხელს ჩამოგართმევთ უცხოეთში?! - მანჯგალაძე "ოცნებას"

27.05.24 10:55
დაგრჩათ ვინმე პარტნიორი, ვინც ხელს ჩამოგართმევთ უცხოეთში?!  - მანჯგალაძე "ოცნებას"

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ პრეზიდენტის წარმომადგენელს ჰკითხა, ამჟღავნებდა თუ არა მმართველი გუნდი რომელიმე მოსმენის დროს რუსულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირეით კონსულტაციის სურვილს.

ამასთან, მანჯგალაძემ კითხვით მიმართა უმრავლესობასაც და დაინტერესდა, დარჩათ თუ არა უცხოეთში პარტნიორი, რომელიც მათ ხელს ჩამოართმევს. 

მივმართავ პრეზიდენტის წარმომადგენელს, თუ იყო რამე ტიპის კონსულტაცია უმრავლესობის მხრიდან რომელიმე მოსმენის დროს და თუ ამჟღავნებდნენ რამე სურვილს კონსულტაციის? იმიტომ, რომ ისე გამოდის, თითქოს ესენი მონდომებული იყვნენ დიდი ცვლილებებისთვის ამ კანონში. 

 ერთი კითხვა მაქვს უმრავლესობასთან - ვინმე დაგრჩათ პარტნიორი, ვინც ხელს ჩამოგართმევთ უცხოეთში?!“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები