ნაცმოძრაობის წევრები ათას სისულელეს ითხოვენ და ყველაფერს ხომ არ გავაკეთებთ? - ბერაია
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აანონსებენ, რომ ხვალ ვეტოს დაძლევენ.
დაჩი ბერაია ირონიულად პასუხობს ჟურნალისტების კითხვას იმ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ვინც თვეზე მეტია, რაც რუსულ კანონს აპროტესტებს - "არ გაწუხებთ ხალხის წინააღმდეგ წასვლა?", ამაზე პასუხობს, რომ "რას ნიშნავს ხალხის წინააღმდეგ წასვლა? რა ვიცი, კონკრეტული ადამიანები, ასობით არა, შეგეშალათ, მილიონობით".
ნაცმოძრაობის წევრები ათას სისულელეს ითხოვენ და ყველაფერს ხომ არ გავაკეთებთ? რას ნიშნავს, კონკრეტული ადამიანების მოთხოვნა? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იისთვის, რომ 2030 წელს საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი. 23 თებერვალს რა იქნება და 27 მარტს, ეგ რა არის,“ - ამბობს დაჩი ბერაია.