პრეზიდენტს აქვს დაკვეთა, რომ უსამშობლოებთან ერთად რევოლუცია მოახდინონ, რომ გახსნან მეორე ფრონტი - ზარქუა

27.05.24 11:03
პრეზიდენტს აქვს დაკვეთა, რომ უსამშობლოებთან ერთად რევოლუცია მოახდინონ, რომ გახსნან მეორე ფრონტი - ზარქუა

"პრეზიდენტს აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ უსამშობლოებთან ერთად რევოლუცია მოახდინონ, იმიტომ, რომ შემდგომ გახსნან მეორე ფრონტი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა საუბრობს.

ზარქუა სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და კვლავ რევოლუციის მოწყობასა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში სდებს ბრალს.

პრეზიდენტს სხვა დაკვეთა აქვს, სხვა ამოცანა აქვს მას, სხვა პატრონს ემსახურება, არ ემსახურება ქართულ საზოგადოებას, ქართულ ინტერესებს, მას აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ უსამშობლოებთან ერთად რევოლუცია მოახდინონ, იმიტომ, რომ შემდგომ გახსნან მეორე ფრონტი,“ - ამბობს ზარქუა.

მსგავსი სიახლეები