სამარცხვინო ადამიანია, დარჩა მავნებელ რეზიდენტად - სოზარ სუბარი პრეზიდენტზე

27.05.24 11:19
სამარცხვინო ადამიანია, დარჩა მავნებელ რეზიდენტად - სოზარ სუბარი პრეზიდენტზე

"სამარცხვინო ადამიანი, დარჩა მავნებელ რეზიდენტად," - ასე ესხმის თავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ცდილობს სუბარი პრეზიდენტის დამცირებას რუსულ კანონზე ვეტოს დადებისა და მოტივირებულ შენიშვნებში დაფიქსირებული პოზიციის გამო.

არგუმენტირებული შენიშვნები, თქვენ, პრეზიდენტმა ვერ გამოაგზავნეთ, რადგან ასეთი არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ არ არსებობს. რაც გამოაგზავნა, ეს არის სამარცხვინო. უბრალოდ შეურაცხყოფაზე ვერ მივიღებთ ამ სამარცხვინო ადამიანისგან, რომელსაც ეს ოპოზიცია რუსეთის მავნებელ რეზიდენტს უწოდებდა წლების განმავლობაში. დარჩა ეს ადამიანი მავნებელ რეზიდენტად, არ ვიცი, რომელი ქვეყნის, მაგრამ ცდილობს დააზიანოს ქართული სახელმწიფო,“ - ამბობს სოზარ სუბარი. 

პრეზიდენტზე იერიში დილიდან მიაქვთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე და აკრიტიკებენ მის საპარლამენტო მდივანსაც. 

არ ხართ ცუდი კაცი, უბრალოდ გახმოვანება გიწევთ ცუდი ტექსტების, თორემ მე თქვენ გიცნობთ და ვიცი, რომ ღირსეული კაცი ხართ, მაგრამ ვწუხვარ, რომ თქვენ მსხვერპლი ხართ ამ შემთხვევაში,“ - ამბობს ირაკლი ზარქუა.

მსგავსი სიახლეები