"ოცნების" წევრი, რომელიც დღეს ქალ დეპუტატებს თავს დაესხა, წარსულში ნასამართლევია

18.07.21 20:18
"ოცნების" წევრი, რომელიც დღეს ქალ დეპუტატებს თავს დაესხა, წარსულში ნასამართლევია

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი, რომელიც დღეს სხდომათა დარბაზში ქალ დეპუტატებს თავს დაესხა, წარსულში ნასამართლევია. გაზეთ "24 საათის" არქივში ინახება სტატია, სადაც წერია, რომ მგალობლიშვილი ხულიგნობის მუხლით იძებნებოდა და ის დააკავეს. მას თელავში მცხოვრები მოქალაქეების დაჭრას ედავებოდნენ.

დღევანდელ სხდომაზე მგალობლიშვილი თავს ჯერ თინა ბოკუჩავას დაესხა, შემდეგ კი ანი წითლიძეს. 

ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მოვიდა და ჩემთვის სურათის ხელიდან გამოგლეჯვის მიზნით მეჭიდავა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და იძალადა, მას შეუერთდა შალვა პაპუაშვილი", - ამბობს თინა ბოკუჩავა.