როგორი იქნება EU-ს პასუხი "ოცნების" ქმედებებზე? - ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ მსჯელობენ
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში დღეს საქართველოზე იმსჯელებენ. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ საქართველოსთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, ესტონეთი, ჩეხეთი და ნიდერლანდები აპირებს დააყენოს ინიციატივა, დააწესონ საქართველოსთვის შემზღუდავი ზომები. განიხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება და დაფინანსების შეწყვეტა.
სხომის დაწყებამდე უცხოელმა პოლიტიკოსებმა მკაფიო გზანილები გააჟღერეს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟემ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ახლა სერიოზული საფრთხის ქვეშაა.
ჩვენ გავაგზავნეთ ძლიერი მესიჯი ბალტიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა , საქართველოში მოგზაურობის დროს, რათა გვესაუბრა პოზიციასთან და ოპოზიციასთან და დავმდგარყავი ქართველო ხალხის პროევროპული არჩევანის გვერდით. ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა და მთავრობამ უნდა გააკეთონ არჩევანი რას გააკეთებენ უცხოური გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით., ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ გაიწვიონ კანონი. პრეზიდენტმა მას ვეტო დაატო, ახლა კი საქართველოს როგორც სუვერენული სახელმწიფოს და პარლამენტის არჩევანია რას გააკეთებენ. საქართველოს და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ახლა სერიოზული საფრთხის და გამოწვევის წინაშე დგას, - განაცხადა ბრაჟემ.
შევეედთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი ამბობს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, რუსულის ანალოგია და ამიტომ მიუღებელია. მისი თქმით, საჭიროა საქართველოს მთავრობას მკაფიო მესიჯი გაეგზავნოს, რომ ამ კანონის დამტკიცება ურთიერთობების ცვლილებას ნიშნავს.
ძალიან შემაშფოთბელია, რომ მთავრობა აგრძელებს მიღებას კანონისა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ არის მიმართული. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე ძალიან მტკიცედ უნდა ვესაუბროთ. შევედეთის მთავრობის პოზიცია საკმაოდ მკაფიოა. ჩვენ არ გვინდა დამტკიცდეს ისეთი კანონი, რომელიც მიზნად ისახავს არსამთავრობო სექტორისთვის უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყის მიწებებას. ეს კანონი მიუღებელია, რადგან არის სრული ანალოგი იმ კანონისა, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში. ეს არის კოპირება. მიუღებელი იქნება თუ ეს კანონი ამოქმედდება. ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო მესიჯი ევროკაშირისგან , ევროკომისიისგან და ევროპული საბჭოსგან, რომ ამ კანონის დამტკიცება ნიშნავს ურთიერთობების ცვლილებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის უნრავლესობას უნდა ევროკავშირთან ახლო ურთიერთობა, ისინი მხარს არ უჭერენ ამ კანონდებლობას. ჩვენ ვნახეთ თბილისის ქუჩებში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქართველი ხალხის გვერდით, - ამბობს ტობიას ბილსტრომი.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას უთხრის ძირს. ამასთან, ლუმინიტა ოდობესკუს თქმით, მნიშვნელოვანია , ევროკავშირმა ქართველი ხალხის მხარდაჭერა განაგრძოს.
უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს შესახებ ევროკავშირის დღის წესრიგს. საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და შეესაბამებოდეს მის ევროპულ დღის წესრიგს. გავაგრძელებთ დისკუსიას, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩვენთან ახლოს იყოს, მაგრამ აშკარაა, რომ ამ კანონის მიღება ძირს უთხრის ევროპის დღის წესრიგს. მნიშვნელოვანია, ეს გზავნილი გადაეცეს საქართველოს ხელისუფლებასაც. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუმინეთისთვის საქართველო არის პარტნიორი, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველო ევროკავშირთან ძალიან ახლოს და გავაგრძელოთ მოსახლეობის მხარდაჭერა“, – განაცხადა ლუმინიტა ოდობესკუმ.
ახლა ევროკავშირი ელოდება, რას მოიმოქმედებს "ქართული ოცნება", დაძლევს თუ არა რუსულ კანონთან დაკავშირები პრეზიდენტის ვეტოს, რის შემდეგაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.