გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას თუ უჩას კადრების ეფექტია? - წილოსანი მსხილაძეს
გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, თუ უჩას კადრების ეფექტია განხორციელებული თქვენზე? - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ, ნინო წილოსანმა მსხილაძესთან კითხვა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხსენებით დასვა.
ვისაც თქვენ წარმოადგენთ იმ ადამიანს რომ უკვე გადაწყვეტილი აქვს სამარცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში ეს გავიგეთ უკვე. თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, თუ უჩას კადრების ეფექტია განხორციელებული თქვენზე,“ - მიმართა წილოსანმა მსხილაძეს.