კრემლის პროპაგანდისტი ალექსეი დუგინი საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავს და ირაკლი კობახიძეს აქებს

27.05.24 12:32
კრემლის პროპაგანდისტი ალექსეი დუგინი საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავს და ირაკლი კობახიძეს აქებს

კრემლის პროპაგანდისტი და ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და პრემიერ კობახიძეს აქებს. დუგინი საქართველოს პრემიერის იმ განცხადებით არის კმაყოფილი, სადაც კობახიძე სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ მოიხსენიებს.

დუგინის თქმით, საქართველოში განწყობები ბოლო 6 თვის განმავლობაში შეიცვალა და სხვა ქვეყნების მსგავსად დაწყებულია "გამოღვიძება" და "გაერთიანება საკუთარი სუვერენიტეტის გარშემო".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე პრეზიდენტი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე ეფექტური გარანტიაა და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთთან ყველა კონტაქტის შემცირებისკენ მოუწოდა. დღეს, ისევე როგორც ყოველთვის, საქართველოს შვილები ერთმანეთს სიტყვა "გამარჯობით" ესალმებიან. მაგრამ დღეს ამ სიტყვაში მეტ აზრს დებენ, ვინაიდან გამარჯობა გამარჯვებას ნიშნავს!

მივულოცოთ ქართველებს დამოუკიდებლობის დღე! ღმერთო დაიფარე საქართველო, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, – წერს პუტინის მეხოტბე.

მსგავსი სიახლეები