ე.წ. აგენტების შესახებ კანონი და ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობა - თინა ბოკუჩავამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ სიტყვით მიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეას და ხაზი გაუსვა ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობას საქართველოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დისკუსია შედგა ე.წ. აგენტების შესახებ კანონზეც, რაზეც ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
შეგახსენებთ, რომ 25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. სესიის განმავლობაში, ნატოს 32 წევრი ქვეყნის 281 პარლამენტის წევრი, 25 პარტნიორი ქვეყნის საპარლამენტო დელგაციებთან ერთად, ისაუბრებენ ევროატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და ივლისის ნატოს ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებზე.